LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ ქვრივიშვილი: „ჩემი ცოლის სახელით ხალხს თანხას სძალავდნენ…“

354
მალხაზი

მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს ამბავს, როდესაც მისი მეუღლის სახელით ხალხს სოციალურ ქსელში ფულს სძალავდნენ.

მალხაზ ქვრივიშვილი:

„ხათუნას დაურეკა მეგობარმა და უთხრა, შენი ფოტო უდევს ვიღაც თაღლითს „ფეისბუქზე“ და შენი სახელით ფულს ითხოვსო. პროფილზე ფოტო ხათუნასი იდო, თუმცა სახელი და გვარი – სხვისი. ანგარიშები ჰქონდა გახსნილი, ბავშვი მყავს ავადო და მის გადასარჩენად ფულს ითხოვდა. თან, ვინც ურიცხავდა, იმას მადლობებს უხდიდა. ხათუნამ მისწერა. ის თავად დაუკავშირდა და უთხრა, ბოდიში, უბრალოდ, ფოტო მომეწონა და დავდეო. ფაქტობრივად, ჩვენს პირად სივრცეში შემოიჭრა და ხალხს ფული გამოსძალა…

ბანკები გავაფრთხილეთ, მათ საგამოძიებო განყოფილებები აქვთ და დაბლოკეს ანგარიშები, ასე რომ, საქმის აღძრამდე აღარ მივიდა. მინდოდა, სამართალდამცველები ჩამეყენებინა საქმის კურსში, რადგან თანხის გამოძალვა იყო ჩემი ცოლის სახელით, თუმცა იმ ადამიანის დაჭერა ნამდვილად არ მიფიქრია. უბრალოდ, არ მინდოდა, იმ თაღლითს შეცდომაში შეეყვანა ხალხი და ფული კიდევ გამოეძალა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g