მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი და მისი მეუღლე, ხათუნა ფეიქრიშვილი „პრაიმ ტაიმთან“ საკუთარ ურთიერთობასა და ოჯახურ ბედნიერებაზე საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ მალხაზისთვის ეს მეოთხე ქორწინებაა, ხოლო ხათუნასთვის მესამე.
ხათუნა ფეიქრიშვილი:
„არა მხოლოდ მე, ჩემი ოჯახის წევრები, ყველა ფიქრობდა რომ შენ კიდევ დაგენგრევა ოჯახი და ეგ არ ქნა… მახოზე გიჟდებიან, მზე და მთვარე ამოსდით, ბონუსიაო ჩემი შვილი ეძახის, არ ვიცი, ჯეკპოტიa მართლა“
მალხაზ ქვრივიშვილი:
„ჩვენ როგორ ვართ იცით? ერთმანეთს როგორც შევპირდით და შევათანხმეთ, რომ ხელიხელ ჩაკიდებული ვივლიდით ყველგან… იმის გარდა, რომ საჯარო მოხელეა, სხვათა შორის კარგი არტისტიცაა, ძალიან მინდა დუეტში რამე სიმღერაც გვქონდეს. ვისთანაც ოჯახი შევქმენი, ყველასთან სიყვარული მქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში როცა რაღაც არ ვითარდება, წყდება და ჩერდება“
