LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ ურთმელიძე სააკაშვილზე : ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში 2 ბოთლი კონიაკის მიღება, ნორმალურია?

232
BeFunky-collage (2)

„დახურული კონტეინერით ზღვების გადალახვა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, შეიძლება იყოს თუ არა სტრესი? ”,- ამ კითხვით მიმართა პენიტენციური დეპარტამენტის იურისტმა ნიკა აბრამიშვილმა ამერიკელ ექსპერტს, ნევროლოგს შახინ ემანუელ ლაჰანის, რომელიც მოწმის სახით ვიდეოჩართვის საშუალებით საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე იკითხება.

ექსპერტმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შესაძლოა ეს იყოს სტრესი თუმცა ყველა სტრესი ტრავმული არ არის და დასძინა, რომ სააკაშვილმა ფსიქოლოგიური ტრავმები საქართველოში დაკავების შემდეგ მიიღო.

„ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმები იყო მისი ციხეში ყოფნის დაწყებიდან, განსაკუთრებით, როცა ის კისრით ათრიეს იატაკზე. ძირითადი ტრავმა, რომელიც ამ კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობისთვის არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომელიც მან ციხის პირობებში მიიღო. როდესაც ის შეიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მას განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“,- განაცხადა ექსპერტმა.

ნიკ აბრამიშვილმა სასამართლო პროცესზე იკითხა:არის თუ არა „კისრით იატაკზე თრევა“ ექსპერტის სუბიექტური შეფასება.

„თუ საუბრობთ დაკავებაზე და აქედან გამოწვეულ ტრავმაზე, ყველას გვაქვს ნანახი თუ რა მეთოდებით დააკავეს მსჯავრდებული უკრაინაში, არ შეიძლება, რომ ეს იყოს ტრავმის გამომწვევი? თუ რას ეყრდნობით, როცა საუბრობთ, რომ ქართულ პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ მიიღო მან ტრავმები?“

დასმულ კითხვაზე შახინ ემანუელ ლაჰანმა განაცხადა, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მას ვიდეომტკიცებულებებიც გადაეცა.

კითხვების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ექსპერტისკენ მიემართებოდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა.

„ფსიქოტროპულ პრეპარატებს რომ იღებდა, ეს ითვლება, რომ არის ჯანმრთელი ? დეპრესიის დიაგნოზი აქვს გამოტანილი, იღებს წამლებს და არის ჯანმრთელი ?“- ჰკითხა ექსპერტს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთმელიძემ.

ექსპერტმა აღნიშნული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დეპრესია, მაგრამ თუ ის დაკორექტირებას ექვემდებარება, ის შეიძლება ითვლებოდეს ჯანმრთელად.

„თუ დეპრესია იწვევს ისეთ მოვლენას, როგორიც არის თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ თუ დეპრესია ექვემდებარება კორექტირებას, მაშინ ის შეგვიძლია განვიხილოთ ჯანმრთელად.ადამიანს, რომელსაც აქვს დეპრესია შეიძლება ძალიან ჯანმრთელიც იყოს“,- განაცხადა ექსპერტმა.

ურთმელიძემ სასამართლო პროცესზე ასევე იკითხა: “იცოდა თუ არა ნევროლოგმა, რომ სააკაშვილი დეპრესიას ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიღებითაც ებრძოდა ?

„მიუხედავად ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისა შფოთვითი დეპრესიის გამო, სააკაშვილის სიტყვებით, მაინც ვერ ხდებოდა შფოთვის მოხსნა და ის დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს, კერძოდ კონიაკს, 2 ბოთლამდე, ეს თუ იცოდით, ან ეს ჩანაწერი სად არის თუ იცით? კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში 2 ბოთლი კონიაკის მიღება, ნორმალურია?“,- განაცხადა ურთმელიძემ.

ექსპერტის განცხადებით, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად, ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიღება სამედიცინო თვალსაზრისით ნორმალური არ არის.

„ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რომ ისეთი ნივთიერებების მოხმარებაში, როგორიც არის ალკოჰოლი, განსაკუთრებით ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს მოხმარება არ ყოფილა ნორმის მიღმა და შესაბამისად, მე ეს არ ჩავთვალე მნიშვნელოვან ფაქტად, რომ მეხსენებინა ჩემს დასკვნაში. სამედიცინო თვალსაზრისით ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად, არ არის ნორმალური“,- განაცხადა ნევროლოგმა.

„აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე” – ამერიკელი ნევროლოგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები