LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე საცხოვრებლად გადასვლას წალენჯიხაში გეგმავს

104
unnamed (1)

„უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადასახლებას, მაგრამ არ დამცალდა, მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში”, – ამის შესახებ „ლელო”-ს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდით და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად.

ვისარგებლებ შემთხვევით, მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში. ჩვენ ვაჩვენებთ როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, წალენჯიხაში მერის ასარჩევად ჩატარებულ მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გია ხარჩილავამ გაიმარჯვა. ის ერთადერთია ოპოზიციიდან, რომელმაც გამარჯვებას მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g