LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანდატებზე უარის თქმა ნიშნავს, რომ დრო სწრაფად გადის.. თამაშის დასასრულისკენ მივდივართ: კარლ ჰარცელი

118
201811162359501035504464

“დრო მიდის მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. ჩვენ შევდივართ პროცესში, რასაც მოჰყვება გარკვეული ლოგიკა, რაც იქნება ერთ კვირაში და მას შემდეგ. ეს ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ჩვენ თამაშის დასასრულისკენ მივდივართ”, – აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გააკეთა.

მისი განმარტებით, საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და პასუხისმგებლობის აღება სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, მათ შორის, ისეთზე, როგორიც არის კოვიდი.

“როგორც ვიცით, ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, გვაქვს საუბარი სხვადასხვა მხარესთან, რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა საერთო საფუძველი მოვძებნოთ, რაც უზრუნველყოფს ფართომასშტაბიან შეთანხმებას, რისი იმედიც გვაქვს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და პასუხისმგებლობის აღება მაგარ გადაწყვეტილებებზე, რაც სჭირდება კოვიდს და ნებისმიერ სხვა საკითხს, რაც ხდება. ასე რომ, ბევრი რამ არ შემიძლია, გითხრათ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ჩართულობას წინსვლის გზის მოსაძებნად“, – თქვა ჰარცელმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციური პარტიების ლიდერების გადაწყვეტილებაზე – საპარლამენტო მანდატებზე უარის ტქმის შესახებ. ჰარცელი ამბობს, რომ დრო სწრაფად გადის:

„მე შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან დღის ბოლოს ყველა მხარე გამოიტანს დასკვნებს. მაგრამ ეს გადადგომები და უარი ნიშნავს, რომ დრო უფრო სწრაფად გადის, საჭიროა, ეს ყველამ გაითვალისწინოს”, – თქვა მან.

ელჩის განცხადებით, “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის დროს, მთავარი თემა კვლავ დიალოგი და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო:

“დისკუსიის მთავარი თემა დიალოგი და შემდეგი ნაბიჯები იყო. მე ჯერ კიდევ არ ვიცი თარიღი, როდესაც საუბარია შესაძლო მეხუთე რაუნდზე”.

ბოლოს კი განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მხარეები საერთო ხედვაზე შეთანხმდნენ:

„წარმატების მისაღწევად, რაც მე პირადად მსურს, რომ ვიხილო, ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანი იქნება, იფიქრონ, თუ როგორ იმოძრაონ საერთო საფუძვლის ფორმირებისთვის, რაც აუცილებელი იქნება ყველა მათგანის ბორტზე მოსახვედრად”, -თქვა ჰარცელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები