„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრის პრაღის სამიტში მონაწილეობას ეხმიანება და მას სიმბოლურს უწოდებს.
მანჯგალაძე საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებსაც აფასებს.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ხელისუფლება დემოკრატიასთან დაკავშირებით მიღებულ ყველა შენიშვნას სუვერენიტეტში ჩარევად განიხილავს.
ამასთან მანჯგალაძის შეფასებითვე, სუვერენულ დემოკრატიაზე რასაც პუტინი ლაპარაკობს, იმავეს ამბობს „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც:
„ქართული ოცნება” რა ფორმატშიც უნდა შეიყვანო, მათ არ სჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია, მათ სურთ ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის მათ ურჩევნიათ თუ არ ვიქნებით ევროკავშირში, რადგან დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტს არავინ მოსთხოვს, ყველა შენიშვნას დემოკრატიასთან დაკავშირებით, ესენი სუვერენიტეტში ჩარევად განიხილავენ.
რასაც პუტინი ლაპარაკობს სუვერენულ დემოკრატიაზე, იმავეს ლაპარაკობს „ოთხეულიც“ და ირაკლი კობახიძეც. ამიტომ პრაღის სამიტში ღარიბაშვილის მონაწილეობას აქვს სიმბოლური ხასიათი, ესენი არ მიდიან ევროპაში, მათ უნდათ საქართველო იყოს ივანიშვილის უკანა ეზო და ბოსტანი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.