„ადამიანმა სამკურნალო დაწესებულებაში დაკარგა 40 კილოგრამი, უარესდება და პროგრესირდება სნეულება და იმის „პიარი“, რომ სააკაშვილი 2012 წლამდე საშინელებებს სჩადიოდა და კარგია, რაც სჭირს, სვავური პოლიტიკაა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას არ აქვს საფუძველი, რომ ცენტრ „ემპათიას“ დასკვნას არ ენდოს, რადგან სხვა ალტერნატიული დასკვნა არ უნახავს. მანჯგალაძის განცხადებით, მან ჯანდაცვის მინისტრის და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შესთავაზა ერთად მისულიყვნენ „ვივამედში“ და ენახათ რა მდგომარეობაა.
„ის, რომ ჩვენ არ ვიცით, ვერ ვხედავთ, ასე არ შეიძლება. ოჯახი ამბობს, რომ შეიძლება დადგეს ლეტალური შედეგი. ეს არის ჩუმი თანხმობის მიცემა უმრავლესობის მხრიდან სააკაშვილის სიკვდილზე, ამას თავის სახელი უნდა დავარქვათ.
ადვოკატმა სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
ალტერნატივის სახით დაყენებული გვაქვს სასჯელის გადავადებაც, - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
როცა მეუბნებიან, რომ ადამიანმა სამკურნალო დაწესებულებაში დაკარგა 40 კილოგრამი და უარესდება და პროგრესირდება სნეულება, იმის „პიარი“,, რომ სააკაშვილი 2012 წლამდე საშინელებებს სჩადიოდა და კარგია რაც სჭირს, ეს არის სვავური პოლიტიკა.
რაც შეეხება „ემპათიას“ დასკვნას, ჩემს პატივისცემას იმსახურებს ქალბატონი ჯიშკარიანი, არანაირი სხვა ალტერნატიული მოსაზრება არ გვინახავს, არც „ვივამედისგან“ გვინახავს ასეთი კვლევა და მინისტრის განცხადება, რომ სააკაშვილს შეუძლია თავის სახსრებით ექიმი ჩამოიყვანოს, სპეკულაციაა.
დიაგნოზები არის მძიმე და ექიმის ჩამოსვლა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების გარეშე, მაღალტექნოლოგიური აპარატურის გარეშე არის ფარსი, ექიმი მხოლოდ ჩამოსვლით ვერ განკურნავს სააკაშვილს და ეს უნდა იცოდეს 21- ე საუკუნეში მინისტრმა.“– განაცხადა მანჯგალაძემ.
ცენტრ „ემპათიის“ ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.
