პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს მიმართა.
„ჩვენ ვითხოვთ სასჯელისგან გათავისუფლებას, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში წარმოდგენილი დიაგნოზები შედის იმ ბრძანებაში, რომელიც დამტკიცებულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ და ითვლება მძიმე და განუკურნებელ დაავადებად, რასაც განკურნების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.
იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ გამოიყენებს 284-ე მუხლს ანუ სასჯელისგან [გათავისუფლებას], მაშინ ალტერნატივის სახით ვთავაზობთ, რომ გამოიყენოს სასჯელის მოხდისგან დროებით გათავისუფლება – 283-ე მუხლი”, – ამბობს „ტვ პირველთან” შალვა ხაჭაპურიძე.
ცნობისთვის, დღეს დილით ცენტრმა „ემპათიამ” სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა.
იხილეთ ვრცლად:
დაახლოებით 10 წამყვანი დიაგნოზი შეუთავსებელს ხდის პატიმრობას: ცენტრი „ემპათია“