„სათაგურში რომ ყველი დაგვიდეს ფრენების სახით, უფასო არ აღმოჩნდა – გადავიხდით იმ ფასს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ გაფრინდებიან ევროპაში“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრისას დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნების“ „დამსახურებით“ შეიძლება გავფრინდეთ პირდაპირ რუსულ ჭაობში, მაგრამ ჩაგვეკეტება კარი ევროპისკენ“:
ნაცვლიშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: ასაღებენ, როგორც ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებას – პუტინი არის ჰუმანიტარი კაციჭამია, ამას ამბობს „ოცნება“
„მხოლოდ რუსეთი ცალმხრივად პირდაპირ ფრენებს საქართველოში ვერ დანიშნავს, თუ თანხმობა არ ექნება.“
„რუსეთში ფაქტობრივად, არ არსებობს კომპანია და თვითმფრინავი, რომელიც არ არის სანქცირებული. შესაბამისად, სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან ურთიერთობა, როგორც აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში იყო ნათქვამი, გამოიწვევს ქართული აეროპორტების სანქცირებას.
ხომ არის ცნობილი გამოთქმა, რომ ყველი სათაგურშია და სათაგურში რომ ყველი დაგვიდეს ფრენების სახით, უფასო არ აღმოჩნდა, ფასიანია და ჩვენ გადავიხდით იმ ფასს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ გაფრინდებიან ევროპაში და ამერიკაში, თუ სანქციებს დაგვადებენ.
„უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე“ – დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება
ჩვენ მართალია, „ქართული ოცნების“ „დამსახურებით“ შეიძლება გავფრინდეთ პირდაპირ რუსულ ჭაობში, მაგრამ ჩაგვეკეტება კარი ევროპისკენ“. – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.