LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქსიმ გალკინი თბილისში საღამოს გამართავს – „ჰონორარი მოხმარდება უკრაინიდან დევნილებს…“

473
მაქსიმი მთავარზე

რუსი იუმორისტი და ტელესახე მაქსიმ გალკინი თბილისში ჩამოდის. ის ტურნეს ფარგლებში, რომელიც უკრაინელი დევნილების დასახმარებლად დაგეგმა, კონცერტს 15 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია biletebi.ge-ზე.

„უკრაინიდან დევნილების დასახმარებლად მსოფლიო ტურის ფარგლებში: ისრაელი, აშშ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, თურქეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ფინეთი, ესპანეთი, საქართველო, გერმანია…

თბილისს ეწვევა ცნობილი შოუმენი და სატირიკოსი მაქსიმ გალკინი!

15 ოქტომბერი, 19:00 თბილისის სპორტის სასახლე.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 25 ივლისს.

ჰონორარი მოხმარდება უკრაინიდან დევნილებს!“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Bieltebi.ge-ს აქვს გამოქვეყნებული.

შეგახსენებთ, რომ რუსი სატირიკოსი მეუღლესთან, ალა პუგაჩოვასა და შვილებთან ერთად რუსეთიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაემგზავრა და უკან აღარ დაბრუნებულა. ის რუსეთის ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g