LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქსიმ გალკინის და მაკარევიჩის კონცერტი თბილისში მაინც ჩატარდება

333
12

მაქსიმ გალკინის და მაკარევიჩის კონცერტი თბილისში მაინც ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია biletebi.ge – ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

მეგობრებო, “მაშინა ვრემენის” კონცერტი ჩატარდება 7 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ველოდებით საბოლოო დასტურს). ყველა გაყიდული ბილეთი იქნება ძალაში.

მაქსიმ გალკინის კონცერტის ახალი თარიღი დაიდება უახლოეს მომავალში”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ონლაინ ბილეთების პლატფორმამ biletebi.ge ღია წერილით მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და განაცხადა, რომ სპორტის სასახლემ კონცერტების ორგანიზატორებს უარი უთხრა და “აკრძალა არტისტები მაკარევიჩი და გალკინი”.

მათივე განცხადებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ არტისტები მხარს უჭერენ უკრაინას.

ვიდეო: მაქსიმ გალკინი თბილისში კონცერტზე ქართულად გვეპატიჟება

„რას ნიშნავს ალაჩკა რუსეთში დავაბრუნო, ტანსაცმლის კარადაა? “ – მაქსიმ გალკინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g