მარგარიტა სიმონიანი „ტელეგრამზე“ გამომწერებს მორიგ ვიდეო მიმართვას უზიარებს, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომს აფასებს.
კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ამჯერად, კონკრეტიკისგან თავს იკავებს და ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება:
„რა უნდა ვთქვა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე? არაფერს ვიტყვი, მირჩევნია სიმღერა გიმღეროთ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, არ ვიცი, რა გეგმაა, მაგრამ მადლობა ყველას“ – ამბობს სიმონიანი და მადლობას უხდის ყველას, ვინც გეგმა შეიმუშავა.
აქვე ჟურნალისტი ვერ აზუსტებს, კონკრეტულად რა გეგმაზეა საუბარი და საერთოდ, არსებობს თუა არა ეს გეგმა.
სოლოვიოვს არყის ხეზე ჩამოკიდებენ, მე – ვერხვზე – მარგარიტა სიმონიანი რუსეთიდან წასულ მოქალაქეებზე
„ქართველი და სომეხი ერი გადაშენებისგან რუსეთმა იხსნა“ – მარგარიტა სიმონიანი
„მას აქვს იუმორი და შარმი, რის გამოც წლებია, ასე გვიყვარს” – სიმონიანი პუტინზე