რუსული პროპაგანდისტული გამოცემა „რაშა თუდეის“ რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი „ტელეგრამზე“ იმ საფრთხეებზე წერს, რომლებიც მისი აზრით, რეალური გახდა:
„დარიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სკვერში გავისეირნე. თან დაცვა დამყვებოდა. ამიერიდან სულ ასე დავდივარ, დაცვის თანხლებით, რადგან ჩემ მიმართ არაერთხელ იყო მუქარის წერილები. უცებ ბურთი დავინახეთ, დაცვამ პანიკა ატეხა, ბომბი გვეგონა. დაცვას ვეკითხები, ეს ხომ ხომ მხოლოდ ბურთია-მეთქი? მან კი ასე მიპასუხა, ახლა თქვენი ლიკვიდაციის ბრძანება რომ მქონდეს, ამას ბურთის საშუალებით გავაკეთებდიო.
ამ პასუხმა ღიმილი მომგვარა, თურმე არ იყო სასაცილო. ორ საათში გავიგე, რა მოუვიდა დარიას“ – წერს სიმონიანი.
მარგარიტა სიმონიანი დუგინის შვილის აფეთქების შემდეგ, ისტერიკაშია: კრემლის პროპაგანდისტი დაცვით დადის
„ანგელოზის დღეს მილოცავენ, ჩემი დღე ყოფილა“ – მარგარიტა სიმონიანი