“ჩვენ ვხედავთ კაპიტულანტური მთავრობის მცდელობას, რომ ყველა გააჩეროს და გააჩუმოს, ემზადებიან იმისთვის, რომ რუსეთს გადასცენ საქართველო, გადაუფორმონ და ამ ნოტარიულ აქტში ყველა უნდა იყოს გაჩუმებული”, – ასე ეხმიანება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” დღევანდელ გადაწყვეტილებას.
“ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
მარგველაშვილი ამბობს, რომ სასამართლო მეგობრის ინსტიტუტს გამოიყენებს და ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ კონსტიტუციის დასაცავად 3 პრეზიდენტი გაერთიანდება.
“სხვანაირად, პოლიტიკურად ეს არაფერს არ შეიძლება ნიშნავდეს. აქედან გამომდინარე, მე გამოვიყენებ სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტს, ჩამოვაყალიბებ ჩემ პოზიციას, იმისთვის, რომ დავიცვათ კონსტიტუცია.
კარგი იქნება თუ ამ პროცესს შემოუერთდება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სამივე შევძლებთ, რომ კონსტიტუციის დასაცავად გაერთიანდეს სამი პრეზიდენტი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.