LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: როდესაც რუსული აგრესიის საფრთხე რეალურია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ, რაც წარმოუდგენელია

296
BeFunky-collage

„როცა რუსული აგრესიის საფრთხე არის რეალური, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, რაც წარმოუდგენელია“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური.

პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან მომეწონა... უცხოეთში შეხვედრების გამო, მას კონსტიტუცია არ დაურღვევია - საკმაოდ კარგი და წარმატებული ვოიაჟი ჰქონდა: ვახტანგ ძაბირაძე

პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ დადებითად შეაფასა

„ქართული ოცნება“ ცდილობს, პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში ამყოფოს, რადგან მისი ხედვები მათ შეხედულებებს ასცდა. მთავარი საკითხი უნდა იყოს ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთიანი, ეროვნული პოზიციების დაფიქსირება.

„ქართულ ოცნებას“ გამყოფი პოლიტიკური თემები შემოაქვს, რაც დამაზიანებელია. ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, თუ პრიმიტიული დღის წესრიგისთვის? – როცა რუსული აგრესიის საფრთხე არის რეალური, ახლა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ, რაც წარმოუდგენელია.

ომის პირობებში ვართ და წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილი არ მომწონს, მაგრამ როგორც ინსტიტუციას პატივს ვცემ და ახლა ამ ყველაფრის გარჩევის დრო არ არის“, – განუცხადა „პირველ არხს“ პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

ამის მიზეზი კი სალომე ზურაბიშვილის განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც, მან თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყებისას განხორციელებულ ვიზიტებზე ბრიუსელსა და პარიზში, მმართველმა გუნდა უარი განუცხადა, რის შემდეგაც მან პირადი კონტაქტები გამოიყენა და საქმიანი ვიზიტით საფრანგეთსა და ბელგიაში გაემგზავრა.

“ეს თუ მართალია, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით” – კობახიძე პრეზიდენტის განცხადებაზე ევროპაში ვიზიტებზე უარის თქმის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g