LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ბიგვავას დედა: „არ გაბედოთ და ცუდად არ შეეხოთ ჩემს შვილს!.. რა შეთქმულების თეორიას განიხილავთ?!.“

967
თეა დარახველიძე და მარიამ ბიგვავა

საბავშვო „ევროვიზიის“ მონაწილის, მარიამ ბიგვავას დედა, თეა დარახველიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ პოსტს, სადაც იმ კრიტიკის შესახებ საუბრობს, რომელიც მისი ქალიშვილის ჩაცმულობას მოჰყვა საქართველოში:

„არ მჩვევია აგრესიული პოსტები და ზოგადად ვცდილობ ყველაფერში დადებითი დავინახო, მაგრამ ახლა რომ არ დავწერო არ შემიძლია, ისეთი პოსტი ვნახე და ისეთ ხასიათზე დავდექი….

არ გაბედოთ! არ გაბედოთ და ცუდად არ შეეხოთ ჩემს შვილს, მარიამ ბიგვავას და ყველა იმ ადამიანს და მათ ნამუშევარს, ვინც დღე და ღამე გაასწორა, იმისთვის რომ ღირსეული წარმომადგენელი ჰყოლოდა საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე.

როცა გვჭირდებოდა მხარში დგომა, ვინც მაშინ არაფერი გააკეთეთ, როგორ ბედავთ და ხმას იღებთ??????

ბოლოს სპექტაკლზე როდის იყავით????? ბოლოს წიგნი როდის გადაშალეთ????????  რა გაგიკეთებიათ ღირებული ქვეყნისთვის?????  ვედროები და გარშოკები რომ გელანდებათ, მაგის იქით თქვენი გონება ვერ წვდება, ეს თქვენ განათლებაზე მეტყველებს.

ჩემთვის გამარჯვებულია საქართველო! ყველაზე მაგარი გამოსვლა გვქონდა და ერთი წამითაც არ ვფიქრობ, რომ ეს ამბიციური განაცხადია ჩემგან – ნინო ძოწენიძე

მასონებიო, ლგბტ-ო  –   ვაი, ვაიიი, ძალიან სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.  ალბათ, რუსთაველიც მასონი იყო ხომ??? გულზე სწორედ მისი სიტყვებია ამოქარგული  ,,გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად”.

ხააააალხხხხოოოოოო!!!!!!!  ეს არის  თანამედროვე, სტილიზებული სამოსი:

მოცეკვავე გოგონების ,,კაბები” –  ,,სუფთა ფურცლებია” სიმბოლო, მსოფლიო მშვიდობის ისტორიის დასაწერად.  ქუდ-ჩიხტები ჩვენი დროშის ფერებით, საქართველოს ძლიერი ქალი მეფის – თამარის თავსაბურავიდან ინსპირირებული. მარიამის სამოსზე წითელი წრე  მზეა – სითბოს და სიცოცხლის საწყისი. მხრებზე სამოსის მოყვანილობა, ასევე თამარ მეფის სამოსის მოყვანილობისაა.

საგანგებოდ შექმნილ, ფაქტობრივად, თეატრალურ კოსტიუმს, რომლის მსგავსი არ ყოფილა არც ერთ „ევროვიზიაზე“, ტალახს ესვრით, რის გამო? მის შინაარსს რომ ვერ იგებთ, ამიტომ. უცხოელები უფრო მიხვდნენ, რომ ეს შექმნილი იყო ტრადიციული სამოსის შთაგონებით, თქვენ კი ზოგიერთნი რა შეთქმულების თეორიას განიხილავთ??????  თითოეული დეტალი, მართლაც რომ ქართულის სიყვარულით არის შექმნილი.

მადლობა ამ ნომრის შემქმნელებს“.

ვიდეო: მარიამ ბიგვავას შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე

ვიდეო: „ევროვიზიის“ ქართველმა კონკურსანტმა „კირიე ელეისონ“ გორის ქალთა გუნდთან ერთად შეასრულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g