LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

323
20200302212633

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის ინფექციურში გუშინ გვიან ღამით შეიყვანეს.

„გვიან ღამით ერთი ახალი პაციენტი შემოგვემატა. ამ დრომდე ჩვენთან 33 პაციენტი მკურნალობს. გვყავს 4 მძიმე პაციენტი, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა მასთან დაკავშირებით მეტის თქმას მოგვიანებით შევძლებ. ჩემი ინფორმაციით, ახალი შემთხვევა უცხოეთში მოგზაურობას არ უკავშირდება, თუმცა სამსახურში უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ალბათ, მათაც მალე გავწერთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ახალ პაციენტთან წყარო ჯერჯერობით კვლევაშია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. დღეს ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4641 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 პაციენტი რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები