LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა კაჭარავა იმის შესახებ, როგორ ვნებს ფსიქიკას მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკები

marina-kacharava

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა „აზროვნების აკადემიაში“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებს.

როგორც სპეციალისტი აღნიშნავს:

„ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიამოვნება. რა არის ის? ფსიქოლოგიაში პიროვნების ქცევის შესწავლის მთავარ მოტივატორად თვლის სიამოვნებას. პასიური, აქტიური და პასიურ-აქტიური სიამოვნება არსებობს.

მუცლად ყოფნის დროს ადამიანები პასიურ სიამოვნებას იღებენ, როცა თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ და ეძლევათ ყველაფერი, რაც სჭირდებათ.

აქტიური სიამოვნება შეიძლება უკავშირდებოდეს სპორტს, ცეკვას…

პასიურ-აქტიური სიამოვნება არის მაგალითად, როცა ადამიანი ზის სავარძელში და ოცნებობს თხილამურით სრიალზე. ჩემი ოცნებით და წარმოსახვით მე ვმოგზაურობ, ან ვსრიალებ და ა.შ.

პასიურ-აქტიური სიამოვნების ძალიან დიდი მომენტი მუშაობს ნარკოტიკებთან მიმართებაში, თუმცა არ მარტო ეს…

დიახაც, ჩვენ გვაქვს დიდი სიამოვნების გამოცდილება და სულ ამას დავეძებთ. ვინ რა გზით დაეძებს, პიროვნების არჩევანია. ნარკოტიკები ზუსტად ამ ნიშნით იყოფა, – ნარკოტიკები, რომლებიც პასიურ სიამოვნებას იწვევს, მაგალითად, დეპრესანტები ან აქტიურ სიამოვნებას, როგორსაც იწვევს სტიმულანტები, მესამე კატეგორია კი გახლავთ ჰალუცინოგენები. ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს ბევრი სხვა ტიპის ფსიქოაქტიური ნივთიერება, მაგრამ მე აქ მოქმედების რაობას ვგულისხმობ“. – აღნიშნავს ფსიქოლოგი ვრცელ ლექციაში, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები