მარიუპოლში მყოფი 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა მსოფლიო ლიდერებსა და დიპლომატებს მიმართავს. ვოლინას თქმით, მარიუპოლის გადარჩენის ორი ვარიანტი არსებობს.
„მარიუპოლის გადარჩენის ორი ვარიანტია. პირველი არის მკვეთრი სამხედრო ოპერაცია, რომელიც ახლავე, ყველა საჭირო საშუალებით ჩატარდება, ასევე ძალების რაოდენობრივი, კარგად აღჭურვილი დაჯგუფება, რომელიც ერთი იერიშით, მკვეთრი დარტყმით ჩვენს თავდაცვით ზონაში გაგვაერთიანებს. ეს ვარიანტი შესაძლებელია, თუმცა რთული და სარისკოა. მეორე ვარიანტი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ამას, საკმაოდ რეალისტურად აღვიქვამ, ეფექტური დიპლომატიის პირობებში. ეს არის, სამხედროებისა და ომში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების გასასვლელის უსაფრთხოებაზე, საერთაშორისო კონტროლის შექმნა. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, სამოქალაქო და რელიგიურ მოღვაწეებს, დიპლომატებს! მარიუპოლის გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს! ათასობით ადამიანის სიცოცხლე ახლა თქვენს ხელშია!“, – განაცხადა აზოვის ბრიგადის მაიორმა.