მარიუპოლში, “აზოვსტალის” ტერიტორიაზე საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
უკრაინული მედია დეპუტატ სერგეი ტარუტაზე დაყრდნობით წერს, რომ ნანგრევებში მოყოლილია დაახლოებით 300 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.
მისი ცნობით, დაიჭრნენ ტერიტორიის დამცველი უკრაინელებიც:
“რუსმა ფაშისტებმა აზოვსტალის რაიონში მდებარე საავადმყოფოში ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს. ჩემი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანია, მათ შორის ბავშვები. ისინი აქ იმალებოდნენ, რადგან დანგრეულ ქალაქში დასამალი სხვაგან არსად არ არის!!”, – თქვა ტარუტამ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში