LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი თბილისში დააკავეს (ვიდეო)

189
20180914103909323346104

10 ოქტომბერს მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი თბილისში დააკავეს. შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული რ.ა., ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შემთხვევა მარნეულის ცენტრში მოხდა. ტელეკომპანია „მთავარის“ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პირი “ჩაიხანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მიუახლოვდა მაგიდას, სადაც რამდენიმე ადამიანი იჯდა და მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.

შსს-ს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთი ჩაიხანის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი პირი – 1997 წელს დაბადებულ ი.ო. და 2000 წელს დაბადებული კ. ნ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1- ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები