LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა“ – სოფელ ზემო თელეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

158
დაკავება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1984 წელს დაბადებული პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს 1988 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვრცლად: police.ge/page/933

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2024