LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლაც უვარგისი გადაწყვეტილება იყო, მასაც ვუთხარი, ლიდერმა უბრალოდ დაგვყარა და მიგვატოვა: წულუკიანი გახარიაზე

46
თეა-წულუკიანი

თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ გაუგებარი იყო გიორგი გახარიას გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერის გუნდის წევრები რეგიონებში შეხვედრებზე აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი მათ მხარს უჭერს.

„როგორც ჩანს, ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი. მართლაც, მისი სახელის გამოყენება ჩვენთვისაც არის დაუშვებელი, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ჩვენს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ ლიდერს, რომელთან დაკავშირებითაც ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გადადგა. მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სრულიად აუხსნელი იყო არა მხოლოდ გუნდისთვის, ჩემთვისაც და საზოგადოებაც გვისვამდა კითხვებს, თუ რა მოხდა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდიდან წასვლა აუხსნელი გადაწყვეტილება იყო.

„მართლაც უვარგისი გადაწყვეტილება. ბევრჯერ ვთქვი და მასაც ვუთხარი. როდესაც გუნდს ბოლო მომენტში გამოეცლები ხელიდან. პოლიტიკურად ამას დავინახავთ, როდესაც ხმებს დავითვლით. როდესაც გაქვს პრეტენზია ლიდერობაზე, გუნდი არ უნდა მიატოვო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თმით, გუნდის შიგნით გახარია ყოველთვის აცხადებდა, რომ ნიკა მელიასთან მიმართ აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონი უნდა დაეცვა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალა, რითაც ყველა გააოცა.

„და რა ჰქვია ამ საქციელს თუ არა სწორედ ღალატი, იმედგაცრუება, ვინაიდან, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო და ჩვენ დაგვყარა და მიგვატოვა, მაშინ როდესაც კანონი იყო დასაცავი. შესაბამისად, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი“, – განაცხადა მინისტრმა.

 

 

ცნობისათვის, დღეს ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც თებერვალში გახარიას გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ღალატი უწოდა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გახარიას პარტია ივანიშვილის პროექტია.

ამავე თემაზე:

ვრცელდება ხმები, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია: ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა, ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა – ივანიშვილი

ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს: ივანიშვილი

გახარიას პარტია მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად – ბიძინა ივანიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები