LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოობა მოსაწყენია, მაგრამ საოცრად კომფორტული – ბრაიანა რიდის ცნობილი გამონათქვამები

714
FORTUNA. GE

საოცარი სიმსუბუქის მიუხედავად, თანამედროვე ირლანდიელი მწერლის ბრაიანა რიდის რომანები ყოველთვის რბილი, თუმცა აშკარა სატირით გამოირჩევა თანამედროვე საზოგადოებასა და მასობრივ კულტურაზე.

fortuna.ge გთავაზობთ ბრაიანა რიდის ცნობილ გამონათქვამებს:

* მარტოობა მოსაწყენია, მაგრამ საოცრად კომფორტული.

* სიკეთის და ზღაპრის ყველას სჯერა, მაგრამ სიკეთის კეთება და ზღაპრის შექმნა, არავის უნდა.

* ადამიანის შყვარებაა რთული, თორემ გადაყვარებისთვის მისი ობიექტური შეფასებაც საკმარისია.

* შეუძლებელია იმართლო თავი ფრაზით „ყველაფერი შენამდე იყო“, რადგან ის, ვისაც ეუბნები, აწმყოში გებულობს და მის თვალში ნებისმიერ შემთხვევაში მოღალატე ხარ.

* სიყვარული ისეთივე სტრესია, როგორც სხვა დანარჩენი, ოღონდ ცოტა სასიამოვნო.

* დიდი შეცდომაა ფიქრი, რომ ვნება და ნამდვილი სიყვარული შეუთავსებელია. შეყვარებულების ერთობა ცოდვა არაა, ცოდვაა ყველაფერი სიყვარულის გარეშე.

* ლამაზი ქალები მამაკაცებს ლამაზი თოჯინებივით უყვართ, ჭკვიანი ქალები კი, ეგზოტიკური ცხოველებივით, რომელთაც ყოველთვის შუძლიათ საკუთარი უნიკალურობით გაკვირვება.

* თუ მამაკაცის ყურადღება, მზრუნველობა მოგბეზრდა, ე.ი. მანამდე არავის სიყვარული არ გიგრძვნია.

* შესაძლოა საკუთარი თავი გენიოსად გეჩვენება, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, მაგრამ სინამდვილეში, არც გენიოსს შეუძლიათ ყველაფერი და არც შენც ხარ გენიოსი.

* …მახსოვს, გუშინ რომ ვიძინებდი მიყვარდა, მაგრამ როცა გავიღვიძე, უკვე მძულდა…

* ვინ გადაწყვიტა, რომ გრძელი თმა ქალურობის სიმბოლოა?! დარწმუნებული ვარ, მსგავსი შეფასებისთვის უძველესი მეომრები ნებისმიერს ყელს გამოჭრიდნენ.

* სილამაზე, სიმდიდრე სექსუალურობა – ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარია, ადამიანებს ერთმანეთი არ სძულდეთ.