რუსი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი ცნობილ წამყვანებს, ივან ურგანტსა და მაქსიმ გალკინს აკრიტიკებს. პუტინის ნდობით აღჭურვილი რეჟისორი რუს არტისტებს აფერისტებს უწოდებს და ამბობს, რომ მათი პატრიოტიზმი, მოჩვენებითია.
„მე მაქვს კითხვა, რატომ აკაკუნებენ სოციალურ ქსელებში? გამოვიდნენ ლტოლვილების, დაჭრილი სამხედროების წინ, აი, როგორ ამას აკეთებს სამაგალითო გრიგორი ლეპსი. ახლა არ მითხრათ, რომ ლეპსზე პოპულარულია რომელიმე მათგანი. მაშინ, როცა ლეპსი ჩვენს დაჭრილ ჯარისკაცებს უმღერის, გალკინი ისრაელში ველოსიპედით სეირნობს.“– ამბობს მიხალკოვი. მისი თქმით, ივან ურგანტის ტელევიზიაში დაბრუნებაზე გამოკითხულთა 92-მა პროცენტმა უარყოფითად უპასუხა, რაც რეჟისორის მტკიცებით, ყველა კითხვას პასუხს სცემს.
რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს უკრაინაში დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი
ივან ურგანტი ყველა არხსა და რეკლამაში დაბლოკეს – წამყვანის „განეიტრალება“ თინა კანდელაკს დაევალა