რუსი ტელეწამყვანის, ივან ურგანტის გადაცემა „საღამოს ურგანტი“ მას შემდეგ დაიხურა, რაც წამყვანმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. ურგანტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ღიად დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში. გადაცემის დახურვიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მას სატელევიზიო შოუში სომეხი იუმორისტი გარიკ მარტიროსიანი შეცვლის, რომელიც პუტინის აქტიური მხარდამჭერია.
ივან ურგანტს „პირველ არხზე“ პუტინის მხარდამჭერი იუმორისტი, გარიკ მარტიროსიანი შეცვლის
ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ „ტე ენ ტეს“ დირექტორი თინა კანდელაკი აქტიურად მუშაობს ურგანტის გადაცემის შემოქმედებით გუნდთან, რათა ისინი გადაიბიროს. მეტიც, კანდელაკმა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო „ალფა-ბანკთან“, რომლის სახეც ურგანტია. კანდელაკი სთავაზობს ბანკს არხზე ბევრად უფრო შეღავათიან პირობებს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. თუ ბანკი კანდელაკის წინადადებას დათანხმდა, ურგანტი სარეკლამო კამპანიიდანაც მოიხსნება.
მედიაში წერენ, რომ ურგანტის „განეიტრალება“ სატელევიზიო სივრცეში თინა კანდელაკს დაევალა.