საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე დღევანდელ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხო და იმდროინდელი მოვლენებზე საუბარს ვრცელი დრო დაუთმო.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის რაც დღეს ხდება უკრაინაში საქართველომ უკვე გამოცადა.
პრემიერის განცხადებით, ოპოზიციაში დღეს უკრაინაში მიმდინარე ომი უხარიათ.
“ყველა უბედურებაში ანგარებას ხედავენ და აქვთ ინტერესები. უნდა ითქვას პირდაპირ, არ მოვერიდები. მათ მიზანია განმეორდეს უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ქვეყანას.” – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოვლენები, რომლებიც 2008 წლის ომის დროს განვითარდა.
“კარგად გვახსოვს როგორ მოიქცა ხელისუფლება და როგორ უპატრონა ჩვენს მოქალაქეებს. როგორ მოიქცა მთავარსარდალი – მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით.”
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს დღეებში იომა არა მთავრობამ, არამედ გმირმა სამხედროებმა.
“თავგანწირვით იომეს და თავი შეწირეს. კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, გაქცეული პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, რომლებიც მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში.” – განაცხადა ღარიბაშვილმა