LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს

140
70395345-2115605678743653-5100270468544331776-o

მაშველებმა თბილისში, მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს. შეტყობინება იმის შესახებ, რომ ძაღლი წყალში იყო და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა, 112-ში შევიდა.

“შეტყობინების მიღებისთანავე, ძაღლის დასახმარებლად გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა მოტონავის საშუალებით ძაღლი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობარი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება,” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.