LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: „სასაცილოა, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს“

141
Untitled design

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გასაღები სწორედ ენმ-ს აქვს“.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, „სასაცილოა, ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე რომ საუბრობს“.

„ჯერ ის ამბავია სასაცილო, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს. მაგალითად, მგონი, წელიწადზე მეტია, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და იმ წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე მას შემდეგ გამოქვეყნებულ „ფეიკ“ რეზოლუციებს, განცხადებებს, ათობით, ასობით და ათასობით განცხადებას.

ბიძინა ივანიშვილის ერთ წერილს გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა და გაცილებით მეტია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკიდან წასული ადამიანის, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.

ხაბეიშვილი ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე, ამასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება, რთული იქნება. უკვე, როცა რეიტინგი ნულზე დავიდა, ახლა დახმარების ხელი სხვა ოპონენტებს გაუწოდა, ესეც ძალიან სასაცილოა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის შიგნით ცდილობენ, სახელებს და გვარებს დაუკავშირონ ის წარსული ცოდვები, რაც თავისი პოლიტიკური ე.წ. მოღვაწეობის პერიოდში მრავლად აქვთ.

2012 წლამდე თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ ყველას. დღეს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას იზიარებს, 2012 წლამდე იმ ცოდვებსაც იზიარებს და თანაავტორი ხდება იმ ყველაფრის, რაც თავის დროზე ჩაიდინეს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უნდა ისაუბროს კოალიციაზე.

„ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, ამ გასაღების გადამრავლებაში მივეხმარებით, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ, ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები