LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა, შედეგად მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება” – წალენჯიხის მერია

391
BeFunky-collage - 2023-08-09T214718.826

წალენჯიხის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში, კერძოდ მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა.

ცნობილია, რომ შედეგად მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება. ამან კი შესაძლოა, ძლიერი წვიმის დროს წყალდიდობა გამოიწვიოს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმირება, რათა მოხდეს დროული რეაგირება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს იღებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

საკითხის შესასწავლად და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და და აუწყა თვითმმართველობას, რათა კოორდინირებულად მოხდეს საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები