LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: მე ვეუბნები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სრულიად უსაფრთხოდ გაგატარებთ გზას და ჩაგიყვანთ უკრაინაში, ოღონდ მოინდომეთ

135
Untitled design (2)

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ქართული ხელისუფლება უნდა ჩავიდეს უკრაინაში, თუ მათ არ  შეუძლიათ და ამის თავი არ აქვთ ლოგისტიკურად, მე გავაკეთებ ამას,  როგორც უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი.

მე ვეუბნები, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სრულიად უსაფრთხოდ გაგატარებთ გზას და ჩაგიყვანთ უკრაინაში, ოღონდ მოინდომეთ და ჩადით უკრაინაში.

იგივეს მივმართავ სალომე ზურაბიშვილს. ღარიბაშვილი შეიძლება არ მიიღონ“. – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვოლოდიმირ ზელენკიმ მეგობრებს კიევში ჩასვლა სთხოვა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი ამბობენ, საქართველოს მსგავს სიტუაციაში არც ერთი ქვეყანა არაა. რეალურად იარაღის ლულა გვაქვს მობჯენილი და ასეთ სიტუაციაში კიევში ჩასვლა, რისკის შემცველია.
სააკაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებისას, სანთელი აანთო და თქვა, რომ უერთდება პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები