LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებისას, სანთელი აანთო და თქვა, რომ უერთდება პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვაზე

195
21321

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესის დაწყებამდე, სადაც საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილავენ, სააკაშვილმა სანთელი აანთო და განაცხადა, რომ უერთდება პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვაზე.

მიხეილ სააკაშვილმა ილია მეორეს მადლობა გადაუხადა გამბედაობისთვის და თქვა, რომ „ელოდება მომენტს, თუ როდის გაწყვეტს მისი ეკლესია ევქარისტულ კავშირს სისხლისმსმელ მეორე ეკლესიასთან“.

ილია მეორე: ხვალ, 12:00 საათზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა

„დიდი მადლობა პატრიარქს გამბედაობისთვის, რომ თქვა და ახსენა რუსეთი. მე ველი იმ მომენტს, როდესაც ჩემი ეკლესია, როგორც ერთ-ერთი მრევლი ვისურვებდი, გაწყვიტოს ევქარისტული კავშირი სისხლისმსმელ მეორე ეკლესიასთან და ასევე ველი იმ მომენტს, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მისმა უწმინდესობამ ყველას გვთხოვა, მან ისაუბრა რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინაში, აი ამ ტერმინებით, მან გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობამ და მოგვიწოდა ყველას, დღეს 12:00-დან პირველ საათამდე ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის. მინდა, გთხოვოთ ყველას, ჩუმად, თქვენთვის შეგიძლიათ, ასევე ილოცოთ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გვჭირდება, ლოცვაც, ქმედებაც“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ფოტო: პირველი არხი

პოპულალურები