LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

442
11

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და მის მშობლებს ესაუბრა.

კახა კალაძემ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გოგონას ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, დაზარალებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. მინდა,  მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის და გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აუცილებლად  აგებს პასუხს, მათ შორის მეც. თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები