“უკვე სისულელედ მოჩანს არგუმენტი, რომ 2008 წელს რუსეთმა იმიტომ დაგვარტყა, რომ სააკაშვილი რუსულ პროვოკაციას წამოეგო”, – ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კაჭკაჭიშვილი წერს, რომ პუტინმა უკრაინასთან ომი იმის მიუხედავად დაიწყო, რომ ზელენსკი თავს ბოლომდე იკავებდა.
მისივე თქმით, თავად იყო მათ შორის, ვისაც სჯეროდა, რომ საქართველოს 2008 წელს ომის თავიდან აცილება შეეძლო, თუმცა ახლა დასტურდება, რომ არ შეეძლო:
“პუტინმა ომი დაიწყო უკრაინასთან იმის მიუხედავად, რომ ზელენსკი ბოლომდე იკავებდა თავს და ცეცხლი არ გაუხსნია. ანუ, არგუმენტი, რომ ზელენსკი რუსულ პროვოკაციას არ წამოეგო და ამით ომს აუცილებლად აიცილებს, სისულელე აღმოჩნდა. რუსეთმა ომი მაინც დაიწყო.
შესაბამისად, უკვე სისულელედ მოჩანს არგუმენტი, რომ 2008 წელს რუსეთმა იმიტომ დაგვარტყა, რომ სააკაშვილი რუსულ პროვოკაციას წამოეგო.
მეც ვიყავი მათ შორის, ვისაც სჯეროდა, რომ 2008 წელს ომის თავიდან აცილება შეგვეძლო. ახლა დასტურდება, რომ არ შეგვეძლო”, – წერს კაჭკაჭიშვილი “ფეისბუქში”.
პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა
ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე – ქვეყნის მასშტაბით აფეთქებები და ხანძრებია
კიევი საჰაერო თავდასხმის მოლოდინში – დედაქალაქში სირენები ჩაირთო