“პოლიტიკოსები იქნებიან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თუ სხვა, განსაკუთრებით, მედიაზე თავდასხმა მიუღებელია, ძალიან ცუდია, ეს თუ ასეა.” – განახცადა შინაგან საქმეთა მინისტრმა და არნიშნა, რომ უწყება თითოეულ ასეთ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას ახდენს.
ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ ფაქტს, როდესაც უწყებამ რეაგირება არ მოახდინა:
“პოლიტიკოსები იქნებიან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თუ სხვა, განსაკუთრებით მედიაზე თავდასხმა მიუღებელია, ძალიან ცუდია, ეს თუ ასეა. გეთანხმებით, იყო რამდენიმე შემთხვევა, ძალადობის ფაქტი და ეს ადამიანი დავაკავეთ. ალბათ, ვერც ერთ ფაქტზე ვერ მეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება არ მოახდინა. სამწუხაროდ, ხდება ასეთი ფაქტები, რაც ცუდია.” – თქვა შს მინისტრმა.
გომელაური ამ კომენტარით გამოეხმაურა გუშინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც “მთავარი არხის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მინისტრის განცხადებით, “გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან”.
შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.