LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი – გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტი, თუმცა დღეს მიმაჩნია, რომ საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა – ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა

104
Screenshot 2026-05-31 224049

გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტი, თუმცა დღეს მიმაჩნია, რომ საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა – ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან გორში ორ მოქალაქეზე სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ფაქტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფომ ამ ფაქტის მიმართ პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.

„გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტი, თუმცა დღეს მიმაჩნია, რომ საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა. საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ. სულ ეს არის, რაც შემიძლია დღეს ვთქვა.

ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g