LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად ბაადურ შენგელია დაინიშნა

139
Untitled design

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად ბაადურ შენგელია დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – პოლიციის პოლკოვნიკი ბაადურ შენგელია წარუდგინა.

სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრას, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან ქარცივაძეც ესწრებოდა.

ბაადურ შენგელიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

magti 5g