LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედჩუკი პუტინსა და ზელენსკის მიმართავს და სთხოვს, მარიუპოლის მოსახლეობასა და მცველებში გაცვალონ

159
Untitled design (1)

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მიმართავს.

პუტინის შვილის ნათლია და ახლო მეგობარი ვიქტორ მედვედჩუკი დაკავებულია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

ვიდეოში, რომელიც უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, რუსეთის პრეზიდენტის მეგობარი სთხოვს ზელენსკის და პუტინს – ის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვალონ.

“მე ვიქტორ ვლადიმერის ძე მედვედჩუკი,რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მივმართავ თხოვნით, რომ უკრაინულმა მხარემ მოახდინოს ჩემი გაცვლა მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებზე, რომლებიც დღეს იქ იმყოფებიან და ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით არ აქვთ უსაფრთხოდ გამოსვლის შესაძლებლობა”, – აღნიშნავს მედვედჩუკი. 

შეგახსენებთ, პოლიტიკოსი და ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც პუტინის მეგობარი და მისი შვილის ნათლიაა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 12 აპრილს დააკავა.

მედვედჩუკს გადარჩენისთვის უკრაინის ციხეში ყოფნა სჭირდება – პოდოლიაკი პუტინის შვილის ნათლიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g