LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედჩუკის ცოლი უკრაინელებს მეუღლის წამებაში ადანაშაულებს

227
მედვედჩუკის ცოლის პკ

პუტინის შვილის ნათლიის, ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლე, უკრაინულ მხარეს მეუღლის წამებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ, ოქსანა მარჩენკომ რუსეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მარჩენკო ამტკიცებს, რომ უკრაინის დაზვერვის ქვედანაყოფები წამებას სასურველი ჩვენების მისაღებად იყენებენ. ვარაუდის განსამტკიცებლად კი მან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, ვადიმ დენისენკოს განცხადება გაიხსენა, რომელიც ამბობდა, რომ მედვეჩუკისგან უკრაინულ მხარეს ჩვენება აუცილებლად უნდა მიეღო.

„ვადიმ ბოიჩენკოს განცხადება ადასტურებს უკრაინის ხელისუფლების სურვილს, ვიქტორზე ზემოქმედების აკრძალული ფიზიკური მეთოდები გამოიყენონ, რათა საჭირო განცხადებები მიიღონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი აპირებენ ან უკვე აწამებენ…

ჩვენ გვაქვს სერიოზული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ უკრაინის დაზვერვის ქვედანაყოფები ნამდვილად იყენებენ წამებას პოლიტპატიმრებისგან სასურველი ჩვენების მისაღებად.

ეს მსჯელობა ემყარება ფაქტებს და ასევე დაფუძნებულია ვიქტორის თანამშრომლების პერსონალურ ჩვენებებზე, რომლებიც თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში დააკავეს.“ – ამბობს მარჩენკო.

პრესკონფერენციას კრემლის პროპაგანდისტი, პუტინისტი ჟურნალისტი ვლადიმერ სალავიოვიც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ პუტინთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს. ფოტო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე გაავრცელა.

ამავე თემაზე:

ვიქტორ მედვედჩუკსა და მის მეუღლეს უკრაინაში ქონება ჩამოართვეს

პესკოვი მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლის ინიციატივაზე: რუსეთის მოქალაქე არაა

ვიდეო: „გამოიყენეთ თქვენი გავლენები, მისი დაკავება ტერორიზმის გამოვლინებაა“ – პრორუსი ოლიგარქის, მედვედჩუკის მეუღლე ერდოღანს მიმართავს

ვოლოდინი: თუ ვიქტორ მედვედჩუკს რამე დაემართება, პასუხი ზელენსკიმ უნდა აგოს – ის აშშ-ის დაკრულზე ცეკვავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები