ვიქტორ მედვედჩუკსა და მის მეუღლეს უკრაინაში ქონება ჩამოართვეს.
ინფორმაციას გამოცემა NEXTA “ტვიტერზე” აქვეყნებს.
ჩამორთმეულ ქონების 154 ნივთს შორის არის 30 მიწის ნაკვეთი, 32 ბინა, 23 სახლი, 17 ავტოსადგომი, იახტა და 26 ძვირად ღირებული მანქანა.
ცნობისთვის, პუტინის შვილის ნათლია და ახლო მეგობარი ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინის ნათლიმამად წოდებული მედვედჩუკი „ყოველთვის მშვიდობისა და ომის წინააღმდეგი იყო.“
მისივე თქმით, უკრაინაში არანაირი სამხედრო ოპერაცია არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კიევი ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით, მედვედჩუკის იდეებს გაითვალისწინებდა.
კრემლის პრესსპიკერი მედვედჩუკის ტყვეებში გაცვლასთან დაკავშირებით, ზელენსკის ინიციატივასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ის რუსეთის მოქალაქე არაა.
At the request of the State Bureau of Investigation in #Ukraine, 154 items of property of oligarch Viktor #Medvedchuk and his wife have been seized.
Among it are thirty land plots, 32 apartments, 23 houses, 17 parking lots, a yacht and a fleet of 26 luxury cars. pic.twitter.com/4iH21Ut3ti
— NEXTA (@nexta_tv) April 14, 2022