„ტესლას“ დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებას, რომელშიც ის უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევის გზებზე საუბრობს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმიანება.
ზელენსკი: რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?
როგორც დიმიტრი მედვედევი წერს, მასკს სასწრაფოდ ეკუთვნის ახალი წოდება:
„მასკი ყოჩაღია. მას ოფიცრის რიგგარეშე წოდების მიკუთვნება ეკუთვნის, თუმცა, ნაადრევად გაიშიფრა. შემდეგი პოსტი იქნება რამე მსგავსი – „უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა”, – წერს მედვედევი „ტელეგრამში“.
შეგახსენებთ, მილიარდერმა მასკმა გუშინ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს:
„მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის:
- განმეორებითი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი გადის, თუკი ხალხის ნება იქნება.
- ყირიმი ფორმალურად რუსეთის შემადგენლობაშია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
„ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია“, – დაწერა მან.