უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-რუსეთის თემაზე ილონ მასკის ტვიტის საპასუხოდ გამოკითხვა გამოაქვეყნა.
რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს? – დაწერა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მასკი თავის პოსტში ასახავს ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული „მშვიდობას უკრაინასა და რუსეთს შორის”:
“მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის:
– განმეორებითი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი გადის, თუკი ხალხის ნება იქნება.
– ყირიმი ფორმალურად რუსეთის შემადგენლობაშია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
„ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია“ , – წერს მასკი.