LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეექვსე ტალღის პიკს ქვეყანამ პრაქტიკულად უკვე მიაღწია – ეპიდემიოლოგებს დამაიმედებელი პროგნოზი აქვთ

229
მაია კაშია

მეექვსე ტალღის პიკს ქვეყანამ პრაქტიკულად უკვე მიაღწია. ახლა უკვე ველოდებით დაღმასვლას, – ამის შესახებ ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია კაშიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

დაღმასვლის მიუხედავად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მშვიდი იქნება, – აცხადებს კაშია.

მისი თქმით მომდევნო კვირების განმავლობაში ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ის არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორც ეს გასული ტალღის დროს იყო.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ ეპიდსიტუაცია მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა გაუმჯობესდეს, თუმცა ეს 10-14 დღე მცირე დრო არაა.

„მნიშვნელოვანია, რომ შევასრულოთ რეკომენდაციები და უფრო აქტიურად ჩატარდეს ვაქცინაცია, რათა არ გადაიტვირთოს პირველადი ჯანდაცვის რგოლი და შემდეგ ჰოსპიტლები. არის მოლოდინი, რომ შეიქმნება იმუნური ფენა და თუ ახალი შტამი არ გამოჩნდა, რისი დიდი იმედიც გვაქვს, „ომიკრონი“ აღმოჩნდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.“, – განაცხადა გოგინავამ.

პოპულალურები