ესპანეთის მეფე, ფილიპე და დედოფალი ლეტიცია სამეფო ოჯახის ოფიციალურ გვერდზე ახალ მისალოც ბარათს ავრცელებენ. ფოტო, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, სამეფო სახლის ეზოშია გადაღებული. ფილიპესთან და ლეტიციასთან ერთად ფოტოზე მათი ულამაზეს ქალიშვილები, 14 წლის პრინცესა სოფია და 15 წლის ლეონორი პოზირებენ.
ოფიციალური ფოტოსთვის მეფე ფილიპემ კუბოკრული პიჯაკი შეარჩია, დედოფალმა ლეტიციამ კი ნაცრისფერი პალტო. ფერად სვიტერებში არიან გამოწყობილი ესპანელი პრინცესები, რომელთა ახალ ფოტოს სოციალურ ქსელში უდიდესი გამოხმაურება აქვს.
„ნინა რიჩის“ ტვიდის კაბა და სამკაული ბრილიანტებით – დედოფალ ლეტიციას მორიგი მოდური გამოსვლა