LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი პრინცესა დაიანას შეცდომას იმეორებს და პრინცი ჰარით მანიპულირებს – დასავლური მედია

2069
megnmrgprncs

დღეს დასავლური მედიის მთავარი თემა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ოჯახიდან გასვლაა. ამ ფაქტს მედიამ „მეგზისთი“ უწოდა, რაც თავისთავად იმას გულისხმობს, რომ ამ ინიციატივის ავტორად მეგან მარკლი სახელდება. სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ. მთავარი კი, მეგან მარკლის სამეფო ცხოვრების წესთან და პროტოკოლთან შეუთავსებლობაა, რაზეც მან ინტერვიუშიც ისაუბრა.

დღეს მედიაში პრინცი ჰარის გადაწყვეტილებას კიდევ ერთი მიზეზით ხსნიან. ექსპერტები წერენ, რომ ჰარი განსაკუთრებულად იყო დამოკიდებული დედაზე. ის ყოველთვიხს ეძებდა მსგავსი ხასიათის მეორე ნახევარს და იპოვა კიდეც. ამიტომ მეგან მარკლისთვის მანიპულირება ადვილი აღმოჩნდა. მეგან მარკლის მედიაში მეორე პრინცესა დაიანას უწოდებენ, რომელმაც გამოჩენისთანავე, ბრიტანეთის სამეფო ოჯახს დიდი თავსატეხი გაუჩინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები