LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლიმ ქეით მიდლტონს დაურეკა და სამეფო ოჯახთან შერიგებაში დახმარება სთხოვა

285
midlton45

დასავლური მედია აქტიურად წერს ქეით მიდლტონის მცდელობაზე, შეარიგოს პრინცი უილიამი და ჰარი. ამის დასტური გახდა პრინცი ფილიპის დაკრძალვის დღე, სადაც მიდლტონი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დიდი ხნის კონფლიქტში მყოფი ძმები აელაპარაკებინა. ნაწილობრივ მან ეს მოახერხა, მაგრამ არა სრულად.

ამჯერად კი მედია, ინსაიდერებზე დაყრდნობით წერს, რომ მეგან მარკლისა და ქეით მიდლტონს შორის საიდუმლო სატელეფონო საუბარი შედგა. ზარის ავტორი მეგან მარკლი იყო, რომელმაც ქეითს სთხოვა, ესარგებლა ყველა შესაძლებლობით, რომ მეგანი და ჰარი სამეფო ოჯახთან შეერიგებინა.

შეგახსენებთ, რომ ოპრა უნფრისთვის მიცემულ ინტერვიუში მეგან მარკლიმ ქეითი „კარგ ადამიანად“ მოიხსენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები