LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე, გთხოვთ, ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი განიხილოთ: ანტონ ობოლაშვილი დეპუტატებს მიმართავს

316
Untitled design (4)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანტონ ობოლაშვილი კოლეგებს თხოვნით მიმართავს, გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი, არსებული პროცედურების შესაბამისად განიხილონ.

ობოლაშვილმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს და აღნიშნა, რომ როგორც მისი, ასევე გარდაცვლილის ოჯახის წევრების თხოვნაა, საქმე დროულად და ობიექტურად გამოიძიონ:

“მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე – ჩვენ ყველას მოგვიწოდებდა ვაქცინაციისკენ. ის აქტიური იყო ამ უხილავ მტერთან, კოვიდთან ბრძოლაში და სჯეროდა, რომ მხოლოდ ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი კოვიდის დამარცხება.

ოჯახის მოთხოვნა და ასევე, ჩემი თხოვნაა, გამოძიება იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რომ ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს. ასევე, მინდა თხოვნით მოგმართოთ, არსებული პროცედურების შესაბამისად, განხილული იყოს ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვერ შევძლებთ, მეგი ბაქრაძეს სიცოცხლე დავუბრუნოთ, თუმცა მისი ოჯახის და მისი შვილების გვერდში დგომით შევძლებთ ამ საშინელი ტრაგედიის და ტკივილის შემსუბუქებას.” – თქვა ობოლაშვილმა.

შეგახსენებთ, ექთანი მეგი ბაქრაძე 18 მარტს, დღის პირველ ნახევარში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა. ვაქცინის მიღებიდან მალევე მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g