LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს მოსამართლემ 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

208
მეგი ბაქრაძე

ვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ახალგაზრდა ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა.

პროკურატურა ვიოლეტა ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. საბოლოოდ სასამართლომ ექიმს 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა – ამ თანხის გადახდისთვის მას 30 დღის ვადა აქვს.

“მეგი ბაქრაძეს იმუნიზაციის ოთახში ადრენალინი არ გაკეთებია” – რა ახალი დეტალები იკვეთება მეგი ბაქრაძის საქმეში

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, რადგან საქმის განხილვა გრძელდება, გირაო  კი ბრალდებულს განაჩენის გამოცხადებამდე, ღონისძიების სახით შეეფარდა.

ცნობისთვის, ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექიმს ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი წაყენებული აქვს „სისხლის სამართლის კოდექსის“ ს 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). მას 3-იდან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ექთანი მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. იგი საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების მესამე დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კოლეგამ აცრა, ნემსის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა და მოგვიანებით გონება დაკარგა. რამდენიმე საათის შემდეგ რეანიმობილმა იგი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების მუხლით მეგი ბაქრაძის საქმეზე ექიმს ბრალი წაუყენეს

 

 

პოპულალურები