LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მედიკოსების აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო სავარაუდოდ დღეს განიხილავს

69
მეგი ბაქრაძე

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული მედიკოსების აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო სავარაუდოდ დღეს განიხილავს.
პროკურტურამ ახალციხის კლინიკა “იმედის” ორ ექიმსა და ერთ ექთანს ბრალი გუშინ წაუყენა. გამოძიება მათ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს, რამაც, პროკურატურის განცხადების თანახმად, მართლმსაჯულებას ხელი შეუშალა.

გამოძიების მტკიცებით, სინამდვილეში იმუნიზაციის შემდეგ მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებიათ, ასევე ოთახში არ იმყოფებოდა ის ექიმიც, რომელიც მანამდე მოწმეებმა დაასახელეს.

მედიკოსებისთვის ბრალის წარდგენას ეჭვის თვალით უყურებს მეგი ბაქრაძის ოჯახი. ადვოკატები ამბობენ, რომ მთავარი კითხვა – ვინ არის დამნაშავე მეგის სიკვდილში – კვლავ პასუხგაუცემელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები