LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ გამყრელიძე: ჩაკეტილი არცერთი სოფელი აღარ არის, მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი

215
BeFunky-collage - 2023-09-09T223500.692

ფაქტობრივად, ჩაკეტილი აღარ არის არცერთი სოფელი. მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძემ განაცხადა.

„დღის მანძილზე დაახლოებით 10 000 აბონენტი იყო, რომელსაც ვერ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ამ წუთისთვის დარჩენილია 2 000 აბონენტამდე. დღის ბოლომდე ელექტროენერგია აღუდგება დაახლოებით 1 500 აბონენტს. კრიტიკულად რჩება სოფელი ჩოჩხათი.

გაზი არ მიეწოდება 3 000 აბონენტს. ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ამასთან, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 25 ლოკაციაზე.

ფაქტობრივად, ჩაკეტილი აღარ არის არცერთი სოფელი. მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი. სტიქიის ადგილიდან სასტუმროებში გადმოყვანილია დაახლოებით 60-მდე ადამიანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება – თემურ მღებრიშვილი

განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები